როგორ წავშალო ჩემი მონაცემები
შენი ანგარიში და მასთან დაკავშირებული ყველა მონაცემი შეგიძლია თავად წაშალო, მათ შორის თუ Google-ით, Facebook-ით ან TikTok-ით დარეგისტრირდი.
ანგარიშის წაშლა
- შედი საიტზე შენი ანგარიშით.
- გახსენი ანგარიშის მართვის გვერდი.
- „საბოლოო წაშლის“ ველში ჩაწერე სიტყვა წაშლა და დააჭირე „ანგარიშის სამუდამოდ წაშლას“. თუ პაროლით დარეგისტრირდი, მიმდინარე პაროლიც შეიყვანე.
წაშლისთანავე სამუდამოდ იშლება პროფილი, ანკეტა, ფოტოები, მიმოწერა და Google, Facebook ან TikTok ანგარიშთან კავშირი. აღდგენა შეუძლებელია. წაშლამდე შეგიძლია იმავე გვერდზე შენი მონაცემები გადმოწერო.
Facebook-ის ან Google-ის წვდომის გაუქმება
Gacnoba-ს წვდომის გაუქმება შეგიძლია Facebook-ის პარამეტრებში („Apps and Websites“) ან Google-ის ანგარიშის „Third-party connections“ გვერდზე. ეს საიტზე არსებულ ანგარიშს არ შლის; ანგარიშის წასაშლელად გამოიყენე ზემოთ აღწერილი ნაბიჯები.
თუ შესვლა აღარ შეგიძლია
მოგვწერე ადმინისტრაციას და მიუთითე შენი მეტსახელი. ვინაობის დადასტურების შემდეგ ანგარიშს 30 დღის განმავლობაში წავშლით.
