Gacnoba-ს კომპიუტერისთვის შექმნილი ვებვერსია უკვე ხელმისაწვდომია!
Gacnoba-ს ახალი ვებვერსია შეიქმნა — კომპიუტერისა და ფართო ეკრანისთვის მორგებული დიზაინითა და განლაგებით. ეს დღევანდელი განახლების ერთ-ერთი მთავარი სიახლეა.
დიდ ეკრანზე საიტი სამ ნაწილადაა განლაგებული: მარცხნივ — პროფილი და მთავარი მენიუ, ცენტრში — გვერდის ძირითადი შიგთავსი, მარჯვნივ — ახალი წევრები და ბოლო სიახლეები. სივრცე ეკრანის სიგანეს ერგება.
ზედა ზოლიდან სწრაფად გადახვალ მთავარ გვერდზე, რჩეულებში, წერილებში, სტუმრებსა და შეტყობინებებში. იქვეა მომხმარებლების ცოცხალი ძიება და ანგარიშის მენიუ.
კომპიუტერისთვის განახლდა პირადი პროფილებიც: ქავერი, ფოტო, მოქმედებების ღილაკები და განყოფილებები — ლენტი, ფოტოები, მეგობრები და „ჩემ შესახებ“.
სტუმრებს ხვდებათ ავტორიზაციის ცალკე ბლოკი და წევრების ფოტოები შახმატური განლაგებით. ავტორიზაციის შემდეგ მთავარ გვერდზე ჩანს სთორები, პოსტის შექმნა და კედელი.
ტელეფონზე საიტი კვლავ ეკრანზე მორგებული განლაგებით მუშაობს, მთავარი მენიუ კი ჰამბურგერის ღილაკშია თავმოყრილი. კომპიუტერიდან და ტელეფონიდან იმავე ანგარიშით სარგებლობ.
ახალი ვებვერსიის გასახსნელად ეწვიე gacnoba.info-ს ან gacnoba.life-ს კომპიუტერის ბრაუზერიდან.
← ყველა სიახლე