ახალი კედელი — პოსტები, ფოტოები და ვიდეოები
Gacnoba-ზე დამოუკიდებელი კედელი დაემატა! ახლა შეგიძლია გამოაქვეყნო ტექსტური პოსტი, ფოტო ან ვიდეო. კედლის პუბლიკაციები გამოყოფილია დღის სტატუსისგან, ფოტოალბომისა და რილებისგან.
პოსტის შექმნა ხელმისაწვდომია მთავარ გვერდზე და საკუთარ პროფილში, ფოტოგალერეის ზემოთ. აირჩიე „პოსტი“, „ფოტო“ ან „ვიდეო“; მედიის დამატება და ტექსტის ველი ერთ ფორმაშია. თითოეულ რეჟიმს შესაბამისი სათაური და ფაილის ტიპის მინიშნება აქვს.
მთავარ გვერდზე კედელი ჭორბიუროს ქვემოთ ჩანს. ჩამოსქროლვისას შემდეგი პოსტები ავტომატურად იტვირთება. პოსტებს აქვს მოწონება და კომენტარები; ზედმეტი შიდა ჩარჩოები მოვაშორეთ.
ფოტოები ბუნებრივი პროპორციით, მოჭრისა და გაწელვის გარეშე გამოჩნდება: ვერტიკალური 9:16, ჰორიზონტალური 16:9 და კვადრატული 1:1.
ვიდეოს საკუთარი ფლეიერი აქვს: დაკვრა და პაუზა, გადახვევა, ხმის მართვა და სრული ეკრანი. ფლეიერში ჩამოტვირთვის ღილაკი არ არის.
ფოტოსთვის მიიღება JPG, PNG ან WebP, მაქსიმუმ 5 მბ; ვიდეოსთვის — MP4 ან WebM, მაქსიმუმ 10 მბ.
← ყველა სიახლე