საიტის სიახლეებირა არის ახალი Gacnoba-ზე
NEW

გამოიმუშავე თანხა და მოითხოვე გატანა

Gacnoba-ზე შეგიძლია შემოსავლის დაგროვება და საბანკო ანგარიშზე გატანის მოთხოვნა. როგორ გერიცხება შემოსავალი? შენზე დახარჯული თანხის 50% გამოსატან ბალანსზე გროვდება: ფასიანი საჩუქრებიდან, რეაქციებიდან, პოსტის ეფექტებიდან, ნაჩუქარი VIP-იდან და შენი ფასიანი რილების გახსნიდან. დარიცხვა მოქმედებს ახალ გადახდებზე — მხოლოდ საიტზე ყოფნა ან ჩვეულებრივი მიმოწერა შემოსავალს არ გირიცხავს. როგორ მოითხოვო თანხის გატანა? გახსენი „ჩემი ბალანსი“, შემდეგ „გამოსატანი ბალანსი“. მიუთითე თანხა, ქართული საბანკო ანგარიშის ნომერი (IBAN) და ანგარიშის მფლობელის სახელი. მოთხოვნის გაგზავნისას თანხა განხილვამდე იჯავშნება. გადარიცხვა მყისიერი არ არის; მოთხოვნის სტატუსს იმავე გვერდზე ნახავ. უარყოფის შემთხვევაში თანხა გამოსატან ბალანსზე ბრუნდება. საიტის ბალანსზე გადატანაც შეგიძლია გამომუშავებული თანხის კონვერტაციისას საიტის ბალანსზე 50%-ით მეტი გერიცხება: მაგალითად, 10 ₾ → 15 ₾. ეს თანხა საიტზე გამოსაყენებელია და გამოსატან ბალანსში პირდაპირ ვეღარ დაბრუნდება. გამოსატანი და საიტის ბალანსები განსხვავებულია. შემოსავლისა და მოთხოვნების ისტორიას „გამოსატანი ბალანსის“ გვერდზე გადაამოწმებ.
← ყველა სიახლე