საიტის სიახლეებირა არის ახალი Gacnoba-ზე
NEW

Gacnoba-ზე აუდიო და ვიდეოზარები დაემატა

ახლა Gacnoba-ზე საუბარი აუდიო და ვიდეოზარითაც შეგიძლია — პირდაპირ მიმოწერიდან. გახსენი სასურველ ადამიანთან მიმოწერა და ზედა ნაწილში დააჭირე ტელეფონის ან კამერის ღილაკს. ბრაუზერს მიეცი მიკროფონისა და, ვიდეოზარის შემთხვევაში, კამერის გამოყენების ნებართვა. ზარის დროს შეგიძლია მიკროფონისა და კამერის ჩართვა ან გამორთვა, საუბრის დასრულება კი წითელი ღილაკით. ზარის მიღება ან უარყოფა ყოველთვის შენს არჩევანზეა. ზარებისთვის საჭიროა ინტერნეტი და ორივე მომხმარებლის საიტზე ყოფნა. ხელმისაწვდომობა ასევე დამოკიდებულია მიმღების კონფიდენციალურობის პარამეტრებზე.
← ყველა სიახლე